გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლები:
თაილერ ქონრად, თამთა ჭითავა.
საგანი: ინგლისური
|
კლასი: 2, 10 მოსწავლე
|
თემა:
The Earth and the sky.
დედამიწა და ცა.
|
დრო: 45 წუთი
|
გაკვეთილის მიზანი
|
ლექსიკური
მარაგის გამდიდრება. კითხვის, მოსმენის და მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება.
მოსწავლეები
ეცნობიან ციურ სხეულებს: მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს და შეძლებენ მათ აღწერას ინგლისურ
ენაზე.
მოსწავლეები
შეძლებენ უპასუხონ შეკითხვებს.
|
ეროვნული გეგმის სტანდარტი
|
მიმართულება
(მოსმენა)
უცხ. II. 1 მოსწავლე იგებს სათანადო მითითებებს.
უცხ.II.6 მოსწავლე მონაწილეობს მარტივ ინტერაქციაში,
პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.
მიმართულება
(კითხვა)
უცხ.II.7 მოსწავლე ფლობს კითხვისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები სხვადასხვა კრიტერიუმები შეფასდებიან:
1. კითხვის ტექნიკის ხარისხი.
2. ზეპირი მეტყველება.
3. სხარტი აზროვნება და გადაწყვეყილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეები გაიხსენებენ ნასწავლ ზედსართავ სახელებს.
|
გამჭოლი კომპეტეცია
|
წიგნიერება.
|
გაკვეთილის მსვლელობა. აქტივობები და დროის მენეჯმენტი
|
აქტივობა
1. – 2წთ.
საორგანიზაციო საკითხები.
მიზანი: მოსწავლეთა მოწესრიგება.
აქტივობის აღწერა: ვესალმებით მოსწავლეებს,ვუხნით
მათ რომ, ჩვენს გაკვეთილს გღეს სხვა პედაგოგებიც ესწრებიან.
ვამოწმებთ საშინაო დავალებას.
აქტივობა
2. ‘’ გონებრივი იერიში’’ – 5წთ
მიზანი: ფსიქოლოგიური განწყობის შექმნა.
აქტივობის აღწერა: თაილერი გამოიკითხავს სიტყვებს.
ვაკეთებთ სახალისო ვარჯიშს.
Stand up! Sit down!
Stand up! Sit down!
Stand
up! Turn around!
Clap
your hands and sit down!
აქტივობა
3. ცოდნის კონსტრუირება. ,, ტექსტზე
მუშაობა“ – 13წთ
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ დამოუკიდებლად კითხვას.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებიკითხულობენ ტექსტს,
საჭიროების შემთხვევაში ვეხმარებით მათ. რათა სწორად წაიკითხონ.
აქტივობა
4. ინდივიდუალური მუშაობა.-10წთ
მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა: ვთამაშობთ თამაშს ,,ოთხი კუთხე“ . ოთახის სხვადასხვა
კუთხეში ვაკრავთ ნახატებს, სადაც არის მზე, მთვარე, ვარსკვლავები და დედამიწა დახატული.
მოსწავლეებს
ინდივიდუალურად ვუსვამთ შეკითხვებს.
მაგ: It is round and white. What is it?
ის არის მრგვალი და თეთრი. რა არის?
It is
very hot. What is it?
ის არის ძალიან ცხელი. რა არის?
მოსწავლეები
გამოიცნობენ შეკითხვებზე პასუხს და დადგებიან შესაბამისი ნახატის ქვეშ.
ბოლოს
სათითაოდ აღწერენ ნახატებს.
მაგ: This is the sun. It is very hot. It is
yellow. Sometimes it is orange.
ის არის მზე. ის არის ძალიან ცხელი. ის არის ყვითელი
და ზოგჯერ ნარინჯისფერი.
აქტივობა
4. ნასწავლი მასალის შეჯამება და ანალიზი. -5 წთ
მიზანი:მოსწავლეებმა
შეძლონ გასცენ შეკითხვებს პასუხები.
აქტივობის
აღწერა: ვუსვამთ მათ შემაჯამებელ შეკითხვებს.
1. Where we live? სად ვცხოვრობთ?
2. when can we see the sun? როდის შეგვიძლია მზის
დანახვა?
3. when can we see the stars? როდის შეგვიძლია ვარსკვლავების
დანახვა?
4. Can you count the stars? შეგვიძლია ვარსკვლავების
დათვლა?
აქტივობა
5. – 3წთ
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ფოტოებს.
აქტივობის აღწერა: პროგრამა ,, Power Point ‘’ -ის
დახმარებით ვაჩვენებთ ციური სხეულების სხვადასხვა ფოტოებს.
აქტივობა 6. ახალი მასალის კონსტრუირება.-5წთ.
მიზანი:ახალი ასოთშეთანხმების ათვისება.
აქტივობის აღწერა: თაილერი წერსდაფაზე შემდეგ სიტყვებს:
king, ring, sing, wing. ვუხსნით მათ თუ როგორ იკითხება ასოთშეთანხმება ,,ng’’.
კითხულობს ტექსტს. მოსწავლეებთან ერთად ვთარგმნით.
აქტივობა
7. საშინაო დავალება - 2წთ/
მიზანი: მოსწავლეთა ცოდნის ამაღლება. თვითშეფასების
უნარის განვითარება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვუხსნი გადაშალონ სამუშაო
რვეულები (workbook) და მოინიშნონ გვ.95.
|
გაკვეთილზე გამოყენებული რესურსები.
|
წიგნები, სამუშაო რვეულები, თაბახის ფურცლები,ცარცი,
დაფა, კომპიუტერი, პროექტორი.
|
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლები:
თაილერ ქონრად, თამთა ჭითავა.
საგანი: ინგლისური
|
კლასი: 5, საბაზო
|
თემა: The Sami People
„სამის ხალხი“
|
დრო: 45 წუთი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
მოსწავლეთა რაოდენობა - 9.
სსსმ მოსწავლეები კლასში არ არიან.
|
გაკვეთილის მიზანი
|
უცხო ტექსტის
საფუძველზე ლექსიკური მარაგის გამდიდრება. ზმნების დასახელება და მათი წარსულ ფორმაში
გადაყვანა. სახალისო აქტივობით უცხო პიროვნებისთვის მისთვის უცნობი ადგილების მიმართულების
სწავლება.
|
ე.ს.გ სტანდარტი
|
I
უცხ.დაწყ.V.6
მოსწავლე შეძლებს სტანდარტით განსაზღვრული ტექსტის წაკითხვას
და გაგებას. მოსწავლე ამოიცნობს ზმნებს და გადაიყვანს წარსულ დროში.
I უცხ.დაწყ.V.2მოსწავლე შეძლებს რამოდენიმე წინადადებიანი მონოლოგის
წარმოთქმას.
მოსწავლე პასუხობს კითხვებს ნასწავლი ტექსტის შინაარსის
შესახებ.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებს აქვთ უცხო სიტყვების მარაგი. იციან თუ
როგორ უნდა აწარმოონ ზმნის წარსული ფორმა.
|
შეფასება
|
განმსაზღვრელი, განმავითარებელი
|
რესურსები
|
სახელმძღვანელო- English Word. Pupils Book
4. პლაკატი, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტ რესურსები, დაფა, ცარცი.
|
გაკვეთილის მსვლელობა. აქტივობები და დროის მენეჯმენტი
|
აქტივობა. 1. პროვოცირება - 7 წთ
მიზანი: მოსწავლეთა მოწესრიგება. დასმული კითხვების
საფუძველზე წარმოადგენენ გაკვეთილის თემას.
აქტივობის აღწერა: ვესალმებით მოსწავლეებს, ვაცნობთ მათ გაკვეთილის
მიზანს და შეფასების რუბრიკას. დავსვამთ შეკითხვებს.
1. What animals do you know?
რა ცხოველები იცით?
2.What’s the name of many reindeer?
რა ქვია ბევრ ირემს?
3.Do you
know what’s the meaning of nomad?
იცით რას ნიშნავს მომთაბარე?
მოსწავლეები
დასახელებენ ზმნებს და აწარმოებენ მათ წარსულ ფორმაში.
აქტივობა. 2. ტექსტზე მუშაობა -10 წთ
მიზანი: მოსწავლეებმა დამოუკიდებლა შეძლონ კითხვა
და თარგმნა.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები სათითაოდ კითხულობენ
ტექსტს, საჭიროების შემთხვევაში ვეხმარებით მათ.
აქტივობა. 3. განმტკიცება -4წთ
მიზანი:წაკითხულის
ვიდეო მასალით განმტკიცება.
აქტივობის აღწერა; მოსწავლეებს ვუჩვენებთ ვიდეოს სამის
ტომის შესახებ.
აქტივობა. 4. თემის ანალიზი. 6წთ
მიზანი: წაკითხული
მასალის ანალიზი.
აქტივობის აღწერა: ტექსტის გარშემო ვსვამთ შეკითხვებს.
1. When did the first Sami People live? როდის ჩამოვიდნენ
სამის ხალხი პირველად ევროპაში?
2. Today, where they live? დღეს სადცხოვრობენ?
3. What is the name of this area? რა ქვია ამ ტერიტორიას?
4. what were they make from reindeer’s skin?
რას აკეთებენ ისინი ირმის რქისაგან?
5. what were they make from reindeer’s wool?
რას აკეთებენ ირმის მატყლისაგან?
6. What were they carve from their antlers?
რას გამოკვეთავდნენ ირმის რქებისგან?
7. What is their costume like?
როგორია მათი ტანსაცმელი?
8. Do you have a national costume?
გაქვთ ეროვნული ტანსაცმელი?
9. What
colour is your national flag?
რა ფერია თქვენი ეროვნული დროშა?
აქტივობა 5. სახალისო თამაში. ‘Diraction’ – 13 წთ
მიზანი: რამოდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს გავყოფთ ჯგუფებად,
ვუჩვენებთ ნახატს სადაც სხვადასხვა შენობებია დახატული (სკოლა, მაღაზია და ა.შ.)
ამის შემდეგ მივცემთ დანიშნულებას. მაგ: როგორ მივიდეთ სკოლიდან პარკამდე. მოსწავლეები
მიმართულებას ახსნიან ინგლისურ ენაზე.
აქტივობა. 6. საშინაო დავალება და შეფასება. -5წთ
|
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
1-2
ქულა
|
3-5
ქულა
|
6-7
ქულა
|
8-
10 ქულა
|
ჩართულობა
|
არ მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში
|
იშვიათად მონაწილეობს
|
ხშირად ერთვება
|
მაქსიმალურად ჩართულია
|
თანამშრომლობის უნარი
|
არ თანამშრობლობს
|
იშვიათად თანამშრომლობს
|
თანამშრომლობს
|
მაქსიმალურად თანამშრომლობს
|
პრეზენტაციის უნარი
|
ვერ ახერხებს
|
ცდილობს
|
პრეზენტაციას აკლია არგუმენტები
|
პრეზენტაცია სრულყოფილია
|
სწორად და გამართულად საუბრის უნარი
|
ვერ ახერხებს
|
წინადადები არაა გამართული
|
საუბრობს მაგრამ ხშირად უშვებს შეცდომეს
|
საუბრობს გარკვევით სწორად და გამართულად
|
No comments:
Post a Comment